გერმანულმა Transfermarket-მა ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები განაახლა. ზოგიერთის გაიზარდა, ზოგის კი პირიქით. მილიონი ევროთი დაიკლო ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულებამ, რომელიც ამჟამად 15 მილიონი ევრო ღირს. 200 000 ევროთი გაიზარდა ირაკლი აზაროვის სატრანსფერო ღირებულება და ახლა 1 200 000 ევროს შეადგენს.
მეორე ადგილზე “ვალენსიას” 21 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილია, რომელიც 5 მილიონი ევრო ღირს. მესამე ადგილზე კი, თურქული “ჰათაისპორის” შემტევი საბა ლობჟანიძეა, რომელიც 4.5 მილიონი ევრო ღირს.
GIPHY App Key not set. Please check settings