ქარიმ ბენზემამ „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტების სიაში ლიდერობა შეინარჩუნა. საუბარი Goal.com.-ის ვერსიაზეა.
„ბაიერნის“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ სამეულში ადგილი დაკარგა და მესამე ადგილი „ლივერპულის“ შემტევ სადიო მანეს დაუთმო.
არც ლეო მესი და არც კრიშტიანო რონალდო ტოპ 20-ში არ არიან.
პირველი ათეული ასე გამოიყურება:
- ქარიმ ბენზემა – „რეალი“;
- მოჰამედ სალაჰი – „ლივერპული“;
- სადიო მანე – „ლივერპული“;
- რობერტ ლევანდოვსკი – „ბაიერნი“;
- კილიან მბაპე – პსჟ;
- ვინისიუსი – „რეალი“;
- ლუკა მოდრიჩი – „რეალი“;
- კევინ დე ბრუინი – „სიტი“;
- ფილიპ ფოდენი – „სიტი“;
- ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი – „ლივერპული“.
GIPHY App Key not set. Please check settings