სოციალურ ქსელში ქართველი და რუსი მებრძოლების ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევის დაპირისპირება გრძელდება.
ილია თოფურიამ twitter-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რუს სპორტსმენს მიმართავს.
“მოვსარ, შენი ჩემი მომავალი მსხვერპლი ხარ” – წერს ქართველი “ელ მატადორი”.
დაუმარცხებელ ქართველ მებრძოლს ევლოევიც პასუხობს.
“დარწმუნდი, რომ წონას ჩააბარებ და top 10-ში შეხვალ რეგვენო. მხოლოდ ამის შემდეგ მოგაქცევ ყურადღებას”, – წერს ევლოევი.
ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევი ჩხუბი რამდენიმე თვის წინ უნდა გამართულიყო, მაგრამ მაშინ ინგუშის კოვიდით ინფიცირების გამო ბრძოლა ჩაიშალა.
GIPHY App Key not set. Please check settings