in

ხვამლის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება: ნიკა ცინცაძე

მომდევნო სეზონიდან საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონს (დიდი 10) ახალი ბინადარი ეყოლება. სარაგბო კლუბმა “ხვამლმა” 1 ლიგის პლეი-ოფის ფინალში სამცხე-ჯავახეთის “ტაო” 27:12 დაამარცხა და ელიტაში თამაშის უფლება მოიპოვა.

Sport4me.ge “ხვამლის” ერთ-ერთ გამორჩეულ მორაგბეს ნიკა ცინცაძეს დაუკავშირდა და მას მოკლე კომენტარი ჩამოართვა.

“სიმართლე გითხრათ, ახლაც ვერ ვიაზრებთ კარგად რა მოხდა. ჯერაც არ გვჯერა, რომ უმაღლეს ლიგაში ვითამაშებთ. ნახევარფინალური დრამის შემდეგ მთელი “ხვამლი” მობილიზებული ვიყავით და ერთი მიზნისთვის გავერთიანდით. ფინალური თამაშიც ძალიან დაძაბული გამოდგა. მადლობა ჩვენს მეტოქეს ასეთი თავდადებისთვის. მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომლებიც მოვიდნენ, გულმხურვალედ გვიქომაგეს და ჩვენთან ერთად გაიზიარეს ეს დიდი ბედნიერება.

რაც შეეხება მომავალ სეზონს. საწყის ეტაპზე, პირველ რიგში, მოგვიწევს იმ ტემპთან შეგუება, რომელიც უმაღლეს ლიგაში დაგვხვდება. განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ჩვენზე ძლიერ გუნდებთან თამაში. ვფიქრობ, ყველა გუნდს დიდ პრობლემებს შევუქმნით და ჩვენი თამაში სანახაობრივი იქნება. “ხვამლის” ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება და ყველანაირად მზად ვართ ელიტაში ყველასთვის ღირსეული კონკურენტები ვიყოთ”, – გვითხრა ნიკა ცინცაძემ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლეგიონერთა ექსპორტით საქართველო 49-ე ადგილზეა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსი დანიელ ევანსის დამარცხებით დაიწყო