საქართველოს ჩემპიონატის მესამე წრის საუკეთესო მწვრთნელად ქუთაისის „ტორპედოს“ თავკაცი კახა ჩხეტიანი დასახელდა. ის ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გამოარჩია.
ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელმა მოახერხა აუტსაიდერებში მყოფი გუნდი მესამე ადგილამდე აიყვანა. „ტორპედომ“ 9 მატჩიდან წრის პირველი მატჩი წააგო, შემდეგ კი 7 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ამ 9 შეხვედრაში გუნდმა 22 ქულა დააგროვა, წინა 18 მატჩში კი 21 ქულა ჰქონდა.
ქუთათურებმა მესამე წრეში 20 გოლი გაიტანეს.
კახა ჩხეტიანი გუნდში მაისში დააბრუნეს.
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელებიც დაასახელა და წრის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ყველაზე მეტი წარმომადგენელი თბილისის „დინამოს“ ჰყავს.
მეკარე
როინ კვასხვაძე (ტორპედო)
მცველები
გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), ალექსანდრე კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯიმი ტაბიძე (დინამო თბილისი), ლაშა შერგელაშვილი (ტორპედო)
ნახევარმცველები
ანრი მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), მერაბ გიგაური (ტორპედო), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი)
თავდამსხმელები
ჯეფერსონ ჯეფინიო (სამგურალი), დავით სხირტლაძე (დინამო თბილისი), უსმანე კამარა (დინამო თბილისი)
მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელად „საბურთალოს“ უკანახაზელი გიორგი გოჩოლეიშვილი აღიარეს.
გიორგი გოჩოლეიშვილი – ეროვნული ლიგის მესამე წრის საუკეთესო მოთამაშე!
GIPHY App Key not set. Please check settings