საქართველოს სარაგბო ელიტას ახალი ახალი წევრი ჰყავს. დღეს, “ხავმლი არენაზე” პირველი ლიგის ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც “ხვამლმა” სამცხე-ჯავახეთის “ტაოს” უმასპინძლა და 27:12 დაამარცხა.
“ხვამლმა” პირველი ტაიმი 17:5 მოიგო. მეორე ტაიმში “ტაოს” ყველაზე გამოცდილმა მორაგბემ, ვეტერანმა “ბორჯღალოსანმა” გიორგი შკინინმა საოცარი სპრინტი განახორციელა და ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა. ამის მიუხედავად, ბოლოსკენ თბილისელებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება და სავოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც. “ხვამლი” ისტორიაში პირველად ითამაშებს დიდ 10-ში.
“ტაო” კი, დიდი 10-ში მოსახვედრად “ყაზბეგს” დაუპირისპირდებ, რომელმაც დიდი 10-ის წლევანდელი გათამაშება მეცხრე ადგილზე დაასრულეს. სწორედ, ეს ორი გუნდი გაითამაშებეს ორმატჩიან პლეი-ოფში დიდი 10-ის ბილეთს.
GIPHY App Key not set. Please check settings