in ,

რეალის საოცრება და ბოლო წუთზე შემოტრიალებული მატჩი: პაპა კარლო თავის გენიალურობას ამტკიცებს

ეს მადრიდის “რეალია”, მსოფლიოს საუკეთესო კლუბი და ეს თვით კარლო ანჩელოტია, შესაბამისად როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს “რეალი:”, როგორ მაგარ ფორმაშიც არ უნდა იყოს მისი მეტოქე და რამდენად ცოტა დროც არ უნდა იყოს დარჩენილი, ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი გვაქვს-ეს “რეალია” და ამ გუნდს ყოველთვის ყველაფერი შეუძლია.

ლა ლიგის 35-ედ მოგების შემდეგ, კარლო ანჩელოტი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელსაც ევროპის 5-ვე top ჩემპიონატი მოგებული აქვს. “პაპა კარლომ” ჩემპიონთა ლიგის ფინალში თავისი გუნდი მეხუთედ გაიყვანა, რას ასევე საოცარი მიღწევაა.

პირველი შეხვედრა “ეტიჰადზე” ზღაპრული გამოვიდა და გვარდიოლას გუნდმა 4:3 მოიგო. გუშინდელ მატჩის პირველი ნახევარი უფრო მწვრთნელების ტაქტიკური ბრძოლა იყო, თუ ვინ მოიპოვებდა ცენტრს. სახიფათო მომენტები ჰქონდა ვინისიუსს და ბეზნემას, მაგრამ კარვახალის ჩაწოდების შემდეგ ვერცერთმა დარტყმა ვერ მოახერხა. მომენტები ჰქონდა ინგლისელებსაც, მაგრამ ტიბო კურტუა მოწოდების სიმაღლეზე იყო. “რეალს” “სიტიმ” პირველ ტაიმში კარშიც არ დააწტყმევინა.

მეორე ტაიმი “რეალმა” უცნაური შეტევით დაიწყო და “სიტის” ძალიან გაუმართლა, რომ ამ მომენტში გაშვებულ გოლს გადაურჩა.

შეხვედრაში ანგარიში 73-ე წუთზე რიად მაჰრეზის გოლით გაიხსნა ა თითქოს “სიტი” ფინალთანაც ახლოს იყო, მაგრამ ‘რეალი TIME” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ყველასთვის კოშმარულია. 89-ე წუთზე როდრიგო გოეშმა შეძლო გატანა, ზუსტად ორ წუთში კი, მან მეორედ აიღო ედერსონ მორაეშის კარი ერთ წუთში უკვე “რეალმა:” შეიქმნა უდიდესი უპირატესობა და მატჩში დამატებით დროში გადაიყვანა.

დამატებით დროში, “რეალი” საოცრად დამუხტული თამაშობდა და კარიმ ბენზემამ პენალტიც მოიპოვა. მისი დარტყმული იდეალური გამოდგა და კარიმ მუსტაფა ბენზემამ “სამეფო კლუბი” ორი მატჩის ჯამში დააწინაურა. ეს ბენზემას მეთხუთმეტე გოლია ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, ისე კი, ბენზემას ჩემპიონთა ლიგაზე 86 გოლი დაუგროვდა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში კრიშტიანო რონალდოს და ლიონელ მესის შემდეგ მესამეა.

საბოლოოდ, 3:1, ორი მატჩის ჯამში 6:5 და მადრიდის “რეალი” ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მეჩვიდმეტე ფინალს ითამაშებს. “რეალს” ეს ტურნირი 13-ჯერ აქვს მოგებული. ფინალში 28 მაისს “სტად დე ფრანსზე” რეალის” მეტოქე “ლივერპული” იქნება, რომელსაც ეს ტურნირი 6-ჯერ აქვს მოგებული.

ფანტასტიკა ბერნაბეუზე - რეალმა ტრილერი მოიგო და ფინალშია!

  • რეალი 3:1 მანჩესტერ სიტი
  • გოლები: 0:1 მაჰრეზი (73), 1:1 როდრიგო (90), 2:1 როდრიგო (91), 3:1 ბენზემა (95-პენ)

1999 წლის ფინალი, ცხადია, თქვენც გაგახსენდებოდათ. არანაკლები სიგიჟე ვნახეთ, 90-ე და 91-ე წუთზე შესრულებული უნიკალური ‘ქამბექით’. ეს თამაში ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ მატჩად დარჩება!

მანჩესტერ სიტის ძალიან ცოტა აკლდა ფინალამდე. ზედიზედ მეორე და ბოლო 4 წელიწადში მესამე ინგლისური ფინალი თითქოს გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ რეალმა სასწაული მოახდინა. უფრო კონკრეტულად როდრიგომ, რომელმაც ისტორიული დუბლით ‘ბერნაბეუ’ ააფეთქა.

ფანტასტიკა ბერნაბეუზე - რეალმა ტრილერი მოიგო და ფინალშია!

73-ე წუთიდან ისე ჩანდა, რომ ეს არ იქნებოდა განსაკუთრებული მატჩი. ხოსეპ გვარდიოლას გუნდი იგებდა, რეალს ძალიან ცოტა დრო ჰქონდა და 2 გოლი სჭირდებოდა. ძალიან რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ მადრიდელები დარჩენილ დროში ორ ბურთს გაიტანდნენ. მით უმეტეს რთული იყო ამის წარმოდგენა მაშინ, როცა 90-ე წუთი დაიწყო, მაგრამ ასე არ ფიქრობდა როდრიგო. არც ბენზემა… თუმცა თანმიმდევრობით მივყვეთ. 

რეალის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ პირველი მატჩისგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში ორი ფეხბურთელი შეცვალა: ტრავმირებული ალაბას ნაცვლად დაცვის ცენტრში, მილიტაოს გვერდით ნაჩო ვიხილეთ, როდრიგოს ნაცვლად კი – კაზემირო, რომელმაც საყრდენი ნახევარმცველის პოზიცია დაიკავა, ვალვერდე კი უფრო შემტევად გახლდათ გამწესებული. სიტის დამრიგებელმა ხოსეპ გვარდიოლამაც ორ ცვლილებას მიმართა: პეპს განაპირა მცველები დაუბრუნდნენ – ჟოაო კანსელო პირველ მატჩში დისკვალიფიცირებული იყო, უოკერი კი ტრავმირებული.

პირველ ტაიმში გახსნილი ფეხბურთი ვიხილეთ, ტემპიც საკმაოდ სწრაფი იყო და მომენტებიც ორივე კართან შეიქმნა, გოლი კი არ გასულა. ორივე გუნდს ჰქონდა უპირატესობის ფაზები – თამაში თანაბარი იყო.

მეორე ტაიმი ფაქტობრივად ვინისიუს ჟუნიორის ძალიან კარგი მომენტით დაიწყო: კარვახალის პასის შემდეგ ბრაზილიელმა კარში ნორმალურად ვერ დაარტყა.

70-ე წუთიდან სიტის კიდევ ერთი აქტიური ფაზა დაიწყო და 3 წუთში გვარდიოლას გუნდმა გოლიც გაიტანა: ზინჩენკო-გიუნდოგანი-სილვა-მაჰრეზის კომბინაცია ამ უკანასკნელმა დააგვირგვინა. მადრიდელთა დაცვის ხაზი დაულაგებელი იყო და ალჟირელმაც ამით ისარგებდა, როცა დაახლოებით 10 მეტრიდან, ახლო კუთხეში გაუტანა კურტუას.

მაჰრეზმა ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში მეშვიდე გოლი გაიტანა და სწორედ ის არის სიტის საუკეთესო ბომბარდირი!

ფანტასტიკა ბერნაბეუზე - რეალმა ტრილერი მოიგო და ფინალშია!

დარჩენილ მცირე დროში რეალს უკვე მინიმუმ 2 გოლი სჭირდებოდა და ანჩელოტიც ფაქტობრივად ვაბანკზე წავიდა: კაზემიროს ნაცვლად თამაშში ასენსიო ჩართო, დაღლილი მოდრიჩი კი კამავინგათი შეცვალა. იტალიელის ცვლილებებმა შედეგი გამოიღო და თან როგორ!

ბოლო წუთებზე რეალმა ფანტასტიკური ქამბექი შეასრულა: როდრიგოს დუბლით, რომელმაც ჯერ ბენზემას პასით ანგარიში გაათანაბრა, 91-ე წუთზე კი, კარვახალის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით ‘სამეფო კლუბი’ წინ გაიყვანა! უფრო მეტიც: რეალს მესამე მომენტიც ჰქონდა და დამატებული დროის ბოლოს სიტისაც შეეძლო კიდევ გატანა. ასე გახდა საჭირო დამატებითი ტაიმები თამაშში, რომელიც სიტის თითქმის მოგებული ჰქონდა.

ფანტასტიკა ბერნაბეუზე - რეალმა ტრილერი მოიგო და ფინალშია!

რეალის სიგიჟე დამატებით დროშიც გაგრძელდა: პირველი 15-წუთიანი ტაიმის მეხუთე წუთზე ანჩელოტის გუნდმა სიტის მესამე გოლიც გაუტანა – პენალტი, რომელიც რუბენ დიაშის სინდისზეა, ბენზემამ იდეალურად შეასრულა და 3:1.

პირველი დამატებითი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე (!) სიტის სხვაობის შემცირების ძალიან კარგი შანსი მიეცა: კანსელოს ჩაწოდების შემდეგ ფოდენმა ბურთი შორეული კუთხისკენ გაგზავნა, კურტუამ პირდაპირ ფერნანდინიოსკენ მოიგერია, მაგრამ ბრაზილიელმა კარს ააცილა.

მეორე დამატებით ტაიმში რეალმა თამაში ისტორიულ გამარჯვებამდე მიიყვანა. კიდევ ერთ ისტორიულ გამარჯვებამდე! ორი აზრი არ არსებობს, ძალიან მაგარი ფინალი გველის: ანჩელოტის სასწაულმოქმედი რეალი იურგენ კლოპის ბრწყინვალე ლივერპულის წინააღმდეგ.https://cdn.jwplayer.com/players/LvHGuO90-7EUbWQYc.html

რეალი 3:1 (3:4) მანჩესტერ სიტი

გოლები: 0:1 მაჰრეზი (73), 1:1 როდრიგო (90), 2:1 როდრიგო (91), 3:1 ბენზემა (95-პენ)

რეალი (4-2-2-2): კურტუა – კარვახალი, ედერ მილიტაო, ნაჩო, ფ. მენდი – კაზემირო (75. ასენსიო), კროოსი (68. როდრიგო) – ვალვერდე, მოდრიჩი (75. კამავინგა) – ბენზემა (104. სებალიოსი), ვინისიუსი.

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი – უოკერი (72. ზინჩენკო), რუბენ დიაში, ლაპორტი, კანსელო – დე ბრუინი (72. გიუნდოგანი), როდრი (99. სტერლინგი), ბ. სილვა – მაჰრეზი (85. ფერნანდინიო), გაბრიელ ჟეზუში (78. გრილიში), ფოდენი.

საინტერესო ფაქტები

* „რეალს“ პირველ ტაიმში 0 ზუსტი დარტყმა ჰქონდა, „მანჩესტერ სიტის“ – ოთხი.

* „რეალმა“ მატჩში პირველი ზუსტი დარტყმა 90-ე წუთზე შეასრულა.

* როდრიგო პირველი ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ისტორიაში, ვინც 89-ე წუთის შემდეგ ორი გოლი გაიტანა.

* კაზემირო ამ სეზონში 16-ჯერ გააფრთხილეს, რაც მინიმუმ ექვსით მეტია თითოეულ თანაგუნდელზე.

* ქარიმ ბენზემამ მიმდინარე ლიგის პლეი ოფში 10 გოლი გაიტანა. აქამდე ეს მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს ჰქონდა გაკეთებული.

* ბენზემა 15 გოლით წლევანდელი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია. კრიშტიანო რონალდოს რეკორდამდე მას ორი გოლი უკლია.

* რიად მაჰრეზი „სიტის“ პირველი ფეხბურთელია, ვინს ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში შვიდი გოლი გაიტანა.

* პეპ გვარდიოლა 2011 წლიდან ვერ იგებს ჩემპიონთა ლიგას. ამ 11 წელიწადში მას ერთი ფინალი ჰქონდა.

* „რეალი“ ბოლო ოთხ სეზონში პირველად გავიდა ლიგის ფინალში. სულ ეს ამ გუნდის მე-17 ფინალია.

* კარლო ანჩელოტი პირველი მწვრთნელია, ვინც მეხუთედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დისკვალიფიკაცია ქართველ მკლავჭიდელებს: ევროპის ჩემპიონატი ქართველების გარეშე

თავის გუნდში საუკეთესო იყო: შენგელია ფინალშია