in

ბარსელონას შემდეგ შენგელიათი რეალიც ინტერესდება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც ამჟამად იტალიური “ვირტუს ბოლონიას” რიგებში ირჯება და იტალიის ჩემპიონატის და ევროქაფის მოგების შანსი აქვს, მადრიდის “რეალის” რადარზეა.

ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Mundo deportivo ავრცელებს. წყაროს ცნობით, “სამეფო კლუბი” ზაფხულში გაძლიერებას გეგმავს და მთავარი კანდიდატები: მარიო ჰეზონია, უილ კლაიბერნი და თორნიკე შენგელია იქნებიან.

გეტყვით იმასაც, რომ აქტიურად იწერება თორნიკე შენგელიასა და “ბარსელონას” შესახებ, რომ თოკო ზაფხულში კატალონიური კლუბის მაისურს მოირგებს.

გეტყვით იმასაც, რომ თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონია” დღეს ევროქაფის ნახევარფინალურ შეხვედრას “ვალენსიას” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა და მადრიდის მასტერსს გამოეთიშა

იტალიელები სოციალურ ქსელში: ხვიჩა არ იქნება ახალი ინსინიე, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატში მბაპეა