in

არ გვინდა ისტორია, სპორტი ჯობია, არც 10 თამაში გვინდა, ნაკლები გვირჩევნია

ევროპული ლიგები უეფას თხოვენ ჩემპიონთა ლიგაზე 2 ადგილი ისტორიული პრინციპით არ მისცენ და ამასთან რეფორმის შემდეგ 8 ტური ითამაშონ ნაცვლად დაგეგმილი 10-სა.

The Guardian ამბობს, რომ ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა ჩემპიონატებს წარმოადგენენ, იმედოვნებს, რომ უეფა უარს იტყვის ჩემპიონთა ლიგაზე 2 ადგილი არა სპორტული პრინციპით, არამედ ისტორიულით გასცეს.

„ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი რამ ევროპის საკლუბო ტურნირებზე არ უნდა იყოს. უეფასთან დიალოგი გვაქვს და ვფიქრობ გამოვნახავთ საერთო ენას“, – თქვა ევროპის საფეხბურთო ლიგების ასოციაციის პრეზიდენტმა კლაუს ტომსენმა.

ორგანიზაცია ასევე არ უჭერს მხარს ფორმატის შეცვლას იმ მხრივ, რომ კლუბებმა პირველ ეტაპზე 10 მატჩი ჩაატარონ არსებული 6 თამაშის ნაცვლად. თავაზობენ კომპრომისის სახით 8 ტურის გამართვას.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მილანი ბღავის: იტალიაში ოთხეული დასრულდა – XXXV ტური

რეალი რონალდოს იბრუნებს