ბათუმის “დინამოს” ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე დიდი ალბათობით კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატში, კერძოდ “ყიზილ-ჟარში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახური გამოცემა “meta-ratings.kz” ავრცელებს.
ამ სეზონში ბათუმელთა რიგებში ლობჯანიძემ 11 მატჩი ჩაატარა, გულშემატკივარს თავი 1 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი გადაცემით დაამახსოვრა.
კარსმომდგარი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ ბათუმური გუნდიდან ძირითადად მიდიან. გუნდი დენკოვიჩმა, გეგეჭკორმა და რაც ყველაზე მთავარია, ხვიჩა კვარაცხელიამ დატოვეს. ნამატზე ჯერ არაფერი ისმის…
GIPHY App Key not set. Please check settings