in

არც თუ საუკეთესო მატჩი: უოტფორდმა წააგო, როგორ ითამაშა ჩაკვეტაძემ

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ჩემპიონშიპში „ბარნლის“ ესტუმრა და ერთ-ერთ ლიდერთან წააგო – 1:2.

ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა. ეს მისი საუკეთესო მატჩი არ ყოფილა, ისევე, როგორც მთლიანად გუნდისთვის. იყო ეპიზოდი, როცა ჩაკვეტაძის პასით შეიძლებოდა გატანა, მაგრამ მასპინძლები მეკარემ გადაარჩინა.
გიორგი პასების სიზუსტე 86% იყო, ჰქონდა სამი წარმატებული დრიბლინგი. მოიგო 6-დან 5 ორთაბრძოლა.
შეფასებები: Flashscore – 6.9; Sofascore – 7.6; Whoscored – 6.9.

ბარნლი – უოტფორდი 2:1
გოლები: 1:0 ენტონი (9), 2:0 ბრაუნხილი (62), 2:1 ბაა (80)

შეწყდა ყველა ტურნირზე „უოტფორდის“ 7-მატჩიანი წაუგებელი სერია.
გუნდმა 34 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზე ჩაიწია (1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული), პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის ზონას კი ერთი ქულით ჩამორჩება.
„უოტფორდი“ 26 დეკემბერს „პორტსმუთს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუდუმ კარლსრუეს ლიდერთან მოაგებინა და პირველ ადგილზე გადაიყვანა

მიქაუტაძე შევიდა და გაიტანა: ლიონმა თასზე მოიგო და წელი დაამთავრა