იტალიურ მედიაში “ნაპოლის” გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. მოგეხსენებათ, “კვარამ” დაზიანება “ლაციოსთან” მატჩში მიიღო.
Napolicalviolive-ს ინფორმაციით, ქართველ შემტევს დიდი ალბათობით, იმაზე მეტი დრო გაუცდება, ვიდრე იქამდე იყო ნავარაუდები, გარდა ამისა იტალიურ მედიასთან კომენტარი “ნაპოლის” ყოფილმა ექიმმა ალფონსო დე ნიკოლამაც გააკეთა და აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.
“ტრავმა, რომელიც მან მიიღო, რამდენიმეკვირიან რეაბილიტაციას საჭიროებს, ამიტომ ვვარაუდობ, რომ მისთვის 2024 წელი დასრულებულია, მიუხედავად იმისა, რომ “პარტენოპეი” მის სასწრაფოდ დაბრუნებას ეცდება.
ყველაფერი გაირკვევა, როდესაც ქართველი განმეორებით გამოკვლევებს ჩაიტარებს და ტესტების პასუხებს გავიგებთ”,
ამის შესახებ “ნაპოლის” ყოფილმა ექიმმა ალფონსო დე ნიკოლამ განაცხადა.
შეგახსენებთ, “ნაპოლის” 2024 წელს 2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი. კონტეს გუნდი 21 დეკემბერს “ჯენოას” ესტუმრება, ხოლო 29 დეკემბერს “ვენეციას” უმასპინძლებს.
–
იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა ანტონიო კასანომ და დანიელე ადანიმ გადაცემა Viva el Futbol-ში „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დისკუსია გამართეს.
კასანო – უდინეში „ნაპოლიმ“ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, მაღალ დონეზე ითამაშეს, თუმცა პირველ ტაიმში გაუჭირდათ. „უდინეზე“ ცდილობდა მაღალი პრესინგი შეეთავაზებინა, მაგრამ კონტეს გუნდი კარგად მოქმედებდა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ახლა მინდა პროვოკაცია მოვაწყო – ლობოტკას შემდეგ მე ყველაზე მეტად კვარაცხელია მომწონს. „ნაპოლი“ ორივე ფლანგიდან მაღალი სისწრაფით უტევდა. თითქოს კონტეს უნდოდა გარემარბებს 1000 კმ/სთ სიჩქარე განევითარებინათ.
ანტონიოს სურდა „ათიანი“ ფრთაზე ყოფილიყო და თავისი საქმე იქ ეკეთებინა. კითხვა მაქვს: ამის შემდეგ შეიძლება თუ არა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდეს, რათა ნერესს თამაშის საშუალება მიეცეს?
ადანი – კონტეს ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ხვიჩა გააუმჯობესოს და პოლიტანოსა და ნერესს შორის კონკურენცია შექმნას. ან შეიძლება დავიდი მაკტომინეისთან ცენტრში შესწიოს. არ ვამბობ, რომ ასე მოხდება, მაგრამ მე ეს იდეა ძალიან მომწონს. როდესაც ანტონიოს ვნახავ, ამის შესახებ ვეტყვი.
კასანო – ჩემო დანიელე, ვფიცავ, უბრალოდ გენიოსი ხარ. ამას მე ვერასოდეს ვერ მივხვდებოდი.
Sportall.Ge
GIPHY App Key not set. Please check settings