in

საუდის არაბეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ალკოჰოლი არ იქნება: ფიფა არ მიაწვება

საუდის არაბეთში 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ალკოჰოლის დალევა სტადიონებზე აიკრძალება.

The Guardian-ის ცნობით, სტადიონებზე ლუდი არ გაიყიდება. ფან-ზონებსა და სასტუმროებში ალკოჰოლის გაყიდვის საკითხი ამ დროისთვის გაურკვეველია, მაგრამ ფიფა არ აპირებს ზეწოლა მოახდინოს საუდის არაბეთის ხელისუფლებაზე ალკოჰოლის კანონების შემსუბუქების მიზნით.

აღნიშნულია, რომ ფიფამ გაითვალისწინა კატარის მსოფლიო ჩემპიონატის გამოცდილება, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებამ გააუქმა მანამდე მიღწეული შეთანხმება ტურნირის დროს სტადიონებზე ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის თაობაზე. შედეგად, ორგანიზაცია იძულებული გახდა გადაეხადა 40 მილიონი ფუნტი კომპენსაციის სახით სპონსორებისთვის.

საუდის არაბეთში ალკოჰოლის გაყიდვა სრულიად აკრძალულია. მხოლოდ არამუსლიმ დიპლომატებს შეუძლიათ მისი შეძენა რიადის ერთ მაღაზიაში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდა მსოფლიოში მესამე მეკარეა