in

ნერესი თუ კვარა: რა მოხდება, როდესაც ხვიჩა დაბრუნდება

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v62), quality = 75

ახლა დავიდ ნერესი ნეაპოლში ლამის საფეხბურთო კერპად ჰყავთ შერაცხული, მაგრამ ვიცით რა ზოგიერთი ჟურნალისტისა და ტიფოზის მოკლე მეხსიერება და აგრეთვე „მადლიერების გრძნობა“, ეჭვიც არ შეგეპაროთ, მსგავსი დამოკიდებულება მხოლოდ დროებითია და პირველივე ფეხის დაცდენისას არც ბრაზილიელს დაინდობენ.

ადგილობრივ მედიაში ფართოდ განიხილება, თუ ვინ უნდა იყოს გუნდისთვის პრიორიტეტული – ხვიჩა კვარაცხელია თუ ნერესი. ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება სხვადასხვა პიროვნებებმა გამოთქვეს.

სტეფან შვოხი (ნაპოლის ყოფილი თავდამსხმელი და ვიჩენცას ამჟამინდელი სპორტული დირექტორი): „ნერესი თუ „კვარა“? ისევე როგორც ყველა დანარჩენი, ახლა მე ნერესს ვირჩევ. მას

ქართველისგან განსხვავებული მახასიათებლები გააჩნია, მეტოქის მცველმა არასოდეს არ იცის, ის ბურთს დაიჭერს თუ სიღრმიდან შეუტევს. კვარაცხელიას კი ათი შემთხვევიდან ცხრაში სურს ბურთი თავად ჰქონდეს. დავიდს ორივე ფეხით შეუძლია თამაში, მაგრამ სიფრთხილე მართებს, რადგან იტალიაში მეურვეები ფორვარდების წინააღმდეგ სწრაფად ახდენენ რეაგირებას“.

DAZN-ის ტელეეთერში დებატები მარკო პაროლომ (იტალიის ნაკრების ექს-ფეხბურთელი) და ვალონ ბეხრამიმ (ნაპოლის ყოფილი შვეიცარიელი ლეგიონერი) გამართეს.

პაროლო: „ხვიჩა დაბრუნდება, თუმცა დავიდმა გვაგრძნობინა, რომ მის გარეშეც შეიძლება ფონს გასვლა. ის გუნდს უფრო მრავალფეროვნებას სძენს. იმის მსგავსი აღარაა, რაც ადრე იყო. არაპროგნოზირებადია და მცველები უნდა მიხვდნენ, რის გაკეთებას აპირებს. ბრაზილიელი მოედანზე მარცხნივ პარტნიორებს სამოქმედო სივრცეს უთავისუფლებს. თუმცა, კვარაცხელია დაბრუნდება და ისევ მთავარი ფიფგურა გახდება“.

ბეხრამი: „გასულ კვირაში ვილაპარაკეთ, რომ ქართველი კონტესთვის შეუცვლელი არ არის, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო არაა. ნერესი წინ შეუპოვრად მიიწევს. შესაძლოა, „კვარა“ ამას რამდენიმე შეხებით აკეთებს და იერიშის ტემპს ანელებს. ის ლიგაში სამ საუკეთესოს შორის რჩება, მაგრამ თავისი სისწრაფის გამოყენება სჭირდება. ნერესი სასარგებლოა და უნდა გამოიყენონ“.

ემანუელე კალაიომ (ნაპოლის ყოფილი თავდამსხმელი და სალერნიტანას საფეხბურთო სკოლის დირექტორი) Il Mattino-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

ნერესმა „კვარა“ დაამწუხრა?

ბრაზილიელმა უდინეში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ძალიან კარგად გაისარჯა. იცოდა, როდის ეთამაშა მარტივად და როდის მოემატებინა ტემპი. ძალიან მონდომებული იყო. თუმცა, მასში ქართველი ტალანტის პირდაპირ ალტერნატივას ვერ ვხედავ. „კვარა“ დიადი ფეხბურთელია, აბსოლუტურად ფასეული. შესაძლოა, წელს ცოტა არათანმიმდევრული გახლდათ, მაგრამ შეუცვლელად რჩება. ვთვლი, რომ ზეწოლას გრძნობს, რამეთუ მუდმივად თამასას აწევა უწევს, რათა მატჩების ბედი გადაწყვიტოს, რაც ხშირად იმას იწვევს, რომ ჩქარობს.

„კვარას“ ტრავმის გამო ნერესის ჯერი დადგა.

ჩემი აზრით, ის მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე უფრო შესაფერისია, ვიდრე პოლიტანო, რადგან მარჯვენა ფეხით მასზე უკეთ თამაშობს. აუცილებელია ნერესი – ლუკაკუ – კვარაცხელიას ტრიოზე დაფიქრდნენ, მათ ერთად გასაოცარი შემტევი პოტენციალი გააჩნიათ.

ვის შეადარებდით ნერესს?

ზოგიერთი აჩქარებითი მოძრაობებით ვინისიუსს მაგონებს. მასაც სწრაფი ფეხები და სიმძიმის დაბალი ცენტრი გააჩნია, რისი მეშვეობითაც მოწინააღმდეგეს რამდენიმე მეტრში დაუსხლტება და შეუჩერებელი ხდება.

„ნაპოლიმ“ კარგი ინვესტიცია განახორციელა?

დიახ, აბსოლუტურად. „ბენფიკაში“ არასტაბილური სეზონის შემდეგ, ეს მისი რეაბილიტაციის შანსია. დავიდი ფეხბურთელია, რომელსაც დიდ ხელფასს უხდიან და ყველაფერი აქვს, რათა გუნდის მომავალი გახდეს.და როდესაც „კვარა“ დაბრუნდება?

ნერესს კიდევ მოუწევს თამაში. მისი სათადარიგოთა სკამზე დატოვება გულდასაწყვეტი იქნება. ჩვენ ლაპარაკი 30 მილიონ ევროდ შეძენილ ფეხბურთელზე გვაქვს. მას თავისი აჩქარებებით ბალანსის და სიტუაციის შეცვლა შეუძლია.

„ნაპოლის“ საშობაო საღამოზე მომავალი დღესასწაული კვარაცხელიას ქალაქის მერმა გაეტანო მანფრედიმ მიულოცა და მოედანზე მალე დაბრუნება უსურვა.

Sportall.Ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძის შეძენის სურვილი პრემიერლიგის სამმა კლუბმა გამოთქვა

მამარდა მსოფლიოში მესამე მეკარეა