in

ფიფას წლის სიმბოლური ნაკრები: ნახევარი გუნდი რეალია

ფიფამ გადატვირთული კალენდრის გამო 2024 წლის საფეხბურთო ლაურეატების დაჯილდოვების ცერემონია ონლაინ რეჟიმში ჩაატარა. გარდა ტრადიციულ ნომინაციებში გამარჯვებულებისა, შეადგინეს წლის სიმბოლური ნაკრებიც.

თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ხუთი ფეხბურთელი მადრიდის „რეალიდან“ მოხვდა, სამი მოთამაშე „მანჩესტერ სიტიდანაა“, ერთი – „ასტონ ვილადან“, ერთი – „არსენალიდან“, ერთიც – „ბარსელონადან“.

წლის სიმბოლური ნაკრები:

ემილიანო მარტინესი („ასტონ ვილა“, არგენტინა), დანიელ კარვახალი („რეალი“, ესპანეთი), ანტონიო რუდიგერი („რეალი“, გერმანია), რუბენ დიაში („მანჩესტერ სიტი“, პორტუგალია), უილიამ სალიბა („არსენალი“, საფრანგეთი), ჯუდ ბელინგემი („რეალი“, ინგლისი), როდრი („მანჩესტერ სიტი“, ესპანეთი), ტონი კროოსი („რეალი“, გერმანია), ლამინ იამალი („ბარსელონა“, ესპანეთი), ერლინგ ჰალანდი („მანჩესტერ სიტი“, ნორვეგია), ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“, ბრაზილია).

სიმბოლური ნაკრები (ქალები):
ალისა ნაჰერი – ირენ პარედესი, ონა ბატლი, ლუსი ბრონზი, ნაომი გირმა – აიტანა ბონმატი, ლინდსი ჰორანი, გაბი პორტილიო, პატრი გუიხარო – კაროლინ გრემ ჰანსენი, სალმა პარალუელო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დააწყნარეს: ფიფამ წლის ფეხბურთელის პრიზი ვინისიუსს მისცა

ფიფას The Best: ყველა გამარჯვებული