უკრაინის ნაკრების ლიდერი მიხაილ მუდრიკი შარშია. მისმა დოპინგ ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.
მუდრიკს პრობლემები შეექმნა მელდონიუმის ტესტთან დაკავშირებით.
The Athletic-ის ცნობით, ნოემბერში უკრაინის ნაკრებში თამაშის შემდეგ მუდრიკმა მელდონიუმზე დადებითი ტესტი გამოავლინა.
ფეხბურთელი ფეხბურთს დროებით ჩამოშორებულია.
ნაკრებში და თან ნოემბერშიო? უკრაინამ ნოემბერში ორი თამაში ჩაატარა, აქედან ერთი ჩვენთან, 16 ნოემბერს ბათუმში საქართველოსთან. ნეტა, ეგ ხომ არ არის? ისე, ასეთ დროს თუ გასაჩივრდა, შეიძლება ტექნიკური მოგება (3:0) ჩაგვეთვალოს? თუ უკვე გვიანია და შედეგებს აღარ გაანულებენ?
ვნახოთ, ჯერ დამატებითი პასუხები გაჩნდეს.
მუდრიკი: „ნამდვილი შოკი. არასოდეს დამირღვევია წესები განზრახ. მეტს ვერაფერს გეტყვით პროცესის კონფიდენციალურობის გამო“.
„ჩელსის“ კომენტარი: „მიხაილმა დაადასტურა, რომ შეგნებულად არ იყენებდა აკრძალულ ნივთიერებებს. კლუბი და მოთამაშე ითანამშრომლებენ შესაბამის ორგანოებთან“.
მუდრიკის პრობლემები დოპინგ ტესტთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, საკვები დანამატის ნივთიერებით იყო გამოწვეული.
GIPHY App Key not set. Please check settings