გიორგი ჩაკვეტაძემ და გურამ კაშიამ თავიანთ კლუბებში გამორჩეული მატჩები ჩაატარეს და ეს დაუფასდათ კიდეც.
ჩემპიონშიფის 21-ე ტურში „უოტფორდმა“ შინ „ვესტ ბრომვიჩი“ 2:1 დაამარცხა და ჩაკვეტაძე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ტურის სიმბოლური ნაკრები ორმა ანალიტიკურმა ვებგვერდმა, whoscored-მა და sofascore-მა შეადგინეს.
Whoscored-მა ქართველის თამაში 8.2 ქულით შეაფასა, ხოლო Sofascore-მა 8.0 დაუწერა და ორივემ ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
გურამ კაშია სლოვაკეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში SofaScore-მა შეიყვანა (7.8).
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა და „სლოვანს“ გამარჯვებაში დაეხმარა.
GIPHY App Key not set. Please check settings