გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ნიუ იორკ ნიქსს“ უმასპინძლა და თანაბარი თამაში მაინც დაუთმო – 91:100.
გოგა სასტარტო ხუთეულში იყო, 25 წუთი ითამაშა და ამ დროში 11 მოხსნა, 8 ქულა და 3 დაფარება მოაგროვა.
„მეჯიქს“ 17 მოგება, 11 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი 20 დეკემბერს შინ „ოკლაჰომასთან“ გამართავს.
„სან ანტონიო“-„მინესოტას“ მატჩში (92:106) სანდრო მამუკელაშვილმა 8 წუთი ითამაშა. ჩვენიანის ანგარიშზეა 3 ქულა (3-დან 1 სამიანი) და 1 მოხსნა და 1 პასი.
„სან ანტონიო სპურსმა“ კი „ტიმბერვულვზთან“დათმო.
13-13 მოგება-წაგებით „სპურსი“ დასავლეთის კონფერენციაში მე-11 ადგილზეა და 20 დეკემბერს „ატლანტას“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings