გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ჩემპიონშიფში „ვესტ ბრომვიჩს“ უმასპინძლა და დაძაბული შეხვედრა 2:1 მოიგო.
ჩვენიანი ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ არც გოლი გაუტანია და საგოლე გადაცემაც არ შეუსრულებია, მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო დუბლის ავტორთან ერთად.
სწორედ ჩაკვეტაძის ინდივიდუალური მოქმედებით დაიწყო შეტევა, რომელსაც პირველი გოლი მოჰყვა. გიორგი აქტიური იყო საფინალო სასტვენამდე, ეხმარებოდა დაცვას და ანაწილებდა პასებს.
შეფასებებიც შესაბამისად მაღალი აქვს: Flashscore – 7.8; Sofascore – 8.0; Whoscored – 8.2.
„უოტფორდი” მე-7 ადგილზეა, თუმცა ერთი თამაში გამოტოვებული აქვს.
საბერძნეთში. ლუკა გუგეშაშვილის „პანსერაიკოსი“ გასვლაზე 0:1 დამარცხდა „არისთან“. ქართველმა მეკარემ კიდევ ერთი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა – 12 სეივი შეასრულა. შეფასება – 8.8.
კვიპროსში, ლაშა დვალის აპოელ-მა 2:0 აჯობა“პარალიმნის“. დვალმა შეუცვლელად ითამაშა.
უნგრეთში, ნიკა კვეკვესკირის „ნირედიჰაზა“ შინ 0:1დამარცხდა „ფერენცვაროშთან“. კვეკვესკირმა 86-ე წუთიდან ითამაშა.
სერია B-ში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ „ჩიტადელას“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 0:0. ქართველი მცველი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
GIPHY App Key not set. Please check settings