ლევან საგინაშვილი დიდებულ ასპარეზობას განაგრძობს. ჰალკად წოდებულმა ქართველმა გოლიათმა მკლავჭიდელმა დუბაიში, King Of The Table 4-ის პრესტიჟულ ტურნირზე ლეგენდარული კანადელი დევონ ლარატი დაამარცხა. თანაც როგორ – უშანსოდ: საგინაშვილმა მეტოქეს ექვსივე რაუნდში მარტივად აჯობა – 6:0.
ჩრდილოეთ ამერიკის რეიტინგით ნომერ პირველ მკლავჭიდელთან ბრძოლის შემდეგ, ლევანმა კიდევ ერთხელ გამოთქვა რუს დენის ციპლენკოვთან შებრძოლების სურვილი, რომელიც დიდი ხანია გაურბის ჩვენიანთან სპარინგს.
GIPHY App Key not set. Please check settings