in

ისევ ხელშეუხებელია: მანჩესტერს რონალდო თავისთვის უნდა

„მანჩესტერი“ არ აპირებს კრიშტიანო რონალდოს გაყიდვას, იუწყება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

ამ ეტაპზე კლუბი არანაირ მოლაპარაკებებს არ მართავს 37 წლის პორტუგალიელის გასაყიდად. კლუბის არ იყოს, ახალ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგსაც სურს ფორვარდის შენარჩუნება და იმედი აქვს, რომ კრიშტიანო მომდევნო სეზონში მის განკარგულებაში იქნება.

ინგლისური კლუბის პოზიციის თანახმად, რონალდო ხელშეუხებელია.

აქამდე გაჩნდა ინფორმაცია, რომ „ჩელსის“ მფლობელი ტოდ ბოელი განიხილავდა კრიშტიანოს შესაძლო ტრანსფერს მის აგენტთან. მანამდე კი კრიშტიანოს „ბაიერნში“ გადასვლის შესაძლებლობის შესახებაც დაიწერა.

ამასობაში ლისაბონის „სპორტინგის“ სპორტული დირექტორი უგუ ვიანა გამორიცხავს რონალდოს მშობლიურ კლუბში დაბრუნებას.

„ვფიქრობ, ახლა არა. არა მგონია ეს შესაძლებელი იყოს. რა თქმა უნდა, ის თავად ირჩევს მომავალს, ამიტომ პროგნოზი რთულია“ – წერს ვიანას სიტყვებს Sky Sports.

რონალდოს კონტრაქტს „მანჩესტერთან“ ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლივერპული ფარაონსაც ელევა: სალაჰი შესაძლოა სამეფო კლუბში აღმოჩნდეს

ჰალკმა ლეგენდარული კანადელი დაამარცხა და ისევ იმ რუსს ელოდება