გულშემატკივრებმა „ლივერპულის“ ისტორიაში საუკეთესო გოლი აარჩიეს.
ფანების გამოკითხვის შედეგად კლუბის 130-წლიან ისტორიაში საუკეთესო გოლად მიიჩნიეს დივოკ ორიგის გოლი, რომელიც ბელგიელმა ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგის ½ ფინალში „ბარსელონას“ გაუტანა.
გეხსომებათ, 2018/19 წლების პირველ ნახევარფინალში „ლივერპულმა“ სტუმრად 0:3 წააგო, მაგრამ განმეორებით შეხვედრაში მეტოქე 4:0 გაანადგურა, ხოლო ორიგიმ დუბლი შეასრულა. საუკეთესოდ მისი მეორე გოლი აღიარეს, როდესაც ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდმა სწრაფად გაითამაშა კუთხური და ბურთი თავისუფლად მყოფ პარტნიორს მიაწოდა.
მეორე და მესამე ადგილს სტივენ ჯერარდის გოლები იკავებენ. „ლივერპულის“ ლეგენდას 2006 წელს ინგლისის თასის ფინალში და 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი ბურთები დაუფასეს.
GIPHY App Key not set. Please check settings