ბუდუ ზივზივაძემ ისევ გაიბრწყინა და „კარლსრუეს“ გამარჯვებაში ერთხელაც დაეხმარა. ჩვენიანის გუნდმა აუტსაიდერი „რეგენსბურგი“ 4:2 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა კი ორი გოლი გაიტანა. ეს ბუდუსთვის მეორე დუბლია მიმდინარე ჩემპიონატში, სულ კი 11 გოლი აქვს გატანილი (პლუს სამი ასისტი).
პირველი ტაიმის წამატებულ დროში ბუდუმ თავურით ანგარიში გაათანაბრა.
მეორე გოლის დროს მეურვეებს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და დუბლი შეასრულა.
ზივზივაძეს ჰეთ-თრიქიც შეეძლო, მაგრამ მის მიერვე მოპოვებული 11-მეტრიანი გააფუჭა: კარგად ვერ დაარტყა და მეკარე ბურთს დაეუფლა.
თუმცა მონაწილეობდა კიდევ ერთ გოლში: მოედნის ცენტრის სიახლოვეს იდეალურად იმოქმედა და სწორედ აქედან განვითარებული შეტევა აღმოჩნდა გარდამტეხი.
ზივზივაძე 90-ე წუთზე აპლოდისმენტების თანხლებით შეცვალეს. მისი შეფასებები კი მაღალია და საუკეთესო ორივე გუნდში: Flashscore – 8.1; Sofascore – 8.0; Whoscored – 8.5.
კარლსრუე – რეგენსბურგი 4:2
გოლები: 0:1 კიულვეტერი (19), 1:1 ზივზივაძე (45+2), 1:2 ჰოფმანი (49), 2:2 ვანიტცეკი (56, პენ), 3:2 ზივზივაძე (62), 4:2 შლეიზენერი (86)
გამოუყენებელი პენალტი: ზივზივაძე (47, კარლსრუე)
„კარლსრუე“ ამ მომენტისთვის 26 ქულით მეოთხე ადგილზეა და 21 დეკემბერს გასვლაზე „პადერბორნს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings