in

მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის: ნაკრებს ივნისში ამხანაგური მატჩები ექნება

ციურიხში, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები ოთხგუნდიან E ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები თურქეთი, ბულგარეთი და ესპანეთი-ნიდერლანდების წყვილში გამარჯვებული იქნებიან.

წილისყრის შედეგების შესახებ კომენტარი გააკეთა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ალექსანდრე იაშვილი:

„რა თქმა უნდა რთული ჯგუფია, ესპანეთიც და ნიდერლანდებიც წამყვანი გუნდები არიან მსოფლიოს მასშტაბით. ესპანეთის წინააღმდეგ საკმაოდ ბევრი თამაში დაგვიგროვდა, მიმაჩნია, რომ დღესაითვის საუკეთესო ნაკრებია. თურქეთს გამორჩეული ინდივიდუალური მოთამაშეები ყავს, ამ გუნდს კარგად ვიცნობთ, მათ წინააღმდეგაც ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე, ბულგარეთი ტრადიციული საფეხბურთო ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის. ვიცით, რომ ეს რთული იქნება, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

კარგია, რომ ივნისის თვეში გვექნება ამხანაგური მატჩები და მოვემზადებით საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებისთვის, რომელიც სექტემბერში დაიწყება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტის პლეი-ოფი წარმატებით ვითამაშოთ და შემდეგ მთელი კონცენტრაცია იქნება საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელ პერიოდზე და უშუალოდ ამ თამაშებზე”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შენგელიამ ორმაგი დუბლით ყოფილი გუნდი დაამარცხა

რთული ჯგუფია: სანიოლისთვის მნიშვნელოვანი საშინაო თამაშებია