ციურიხში, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს ნაკრები ოთხგუნდიან E ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები თურქეთი, ბულგარეთი და ესპანეთი-ნიდერლანდების წყვილში გამარჯვებული იქნებიან.
ბულგარეთს ახლახან ვეთამაშეთ ერთა ლიგის შესარჩევში, თურქეთი ევრო 2024-ზე გვყავდა, ესპანეთს ხომ სულ ვხვდებით, ნიდერლანდებიც მოვსინჯეთ ამხანაგურში. ასე რომ, უცნობი არცერთი არ არის.
მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, მეორეადგილოსნები კი, ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებენ. E ჯგუფის მონაწილეებისთვის საკვალიფიკაციო ეტაპი 2025 წლის სექტემბერში დაიწყება.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ტურნირი სამს ქვეყანა – აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings