ჩემპიონთა ლიგის ახალი ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტური რჩება. ლიდერები და აუტსაიდერები უკვე ჩამოყალიბდნენ და თუ მათემატიკურად პლეი-ოფში ჯერ არავინ გასულა, ტურნირს სამი გუნდი უკვე გამოეთიშა – „ლაიპციგი“, „სლოვანი“ და „იანგ ბოიზი“.
გააკეთეს მილიონი სიმულაცია და სუპერკომპიუტერმა ჩამოაყალიბა თუ რა მოხდება. პირველი ეფუძნება პლეი-ოფში პირდაპირ მოხვედრის შანსებს, მეორე კი 24-დან გამოსვლის ალბათობას.
აღმოჩნდა, რომ „ლივერპულს“ და „ბარსელონას“ საერთოდ აღარ სჭირდებათ ნერვიულობა. სლოტის გუნდმა 18 ქულა მოაგროვა (მოიგო ყველა მატჩი), ხოლო ფლიკის ბიჭებმა 15 ქულა. უნდა აღინიშნოს მადრიდის „რეალი“, რომლის პირდაპირ გასვლის (საუკეთესო რვა) შანსები 2%-ით შეფასდა.
გუნდების სია, რომლებიც დაქვეითებისთვის „იბრძვიან“, გასაკვირი არ არის – „ბოლონია“, „ზალცბურგი“, „ჟირონა“, „შტურმი“, „ცრვენა ზვეზდა“, „სლავია“, „შახტარი“.
პსჟ-ს 24-ეულში ვერმოხვედრის შანსები 50%-ით არის შეფასებული, ხოლო „სიტის“ – 27%.
სუპერკომპიუტერი თვლის, რომ 16 ან თუნდაც 15 ქულა შეიძლება საკმარისი იყოს იმისათვის, 8-ში მოსახვედრად, ხოლო 24-ში მოხვედრისთვის საჭიროა მინიმუმ 10 ქულის დაგროვება.
GIPHY App Key not set. Please check settings