in

მიქაუტაძის ბოლო წუთები და შანსი: ქართველები ევროთასებზე

ევროპა ლიგის მე-6 ტურში „ლიონმა“ შინ „აინტრახტი“ დაამარცხა – 3:2.
გიორგი მიქაუტაძე 81-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და დაახლოებით 15 წუთი ითამაშა.

მიქაუტაძეს საგოლე შანსი ჰქონდა, როცა ფლანგური პასის შემდეგ წამით დაასწრო მეკარეს, თუმცა ბურთი მიზანს ააცილა. შემდეგ საჯარიმოს ხაზთან გაიხსნა და შორეულ კუთხეს დაუმიზნა, თუმცა მცველი გადაეფარა.

ლიონი – აინტრახტი 3:2
გოლები: 0:1 კნაუფი (18), 1:1 შერკი (27), 2:1 ფოფანა (50), 3:1 ნუამა (54), 3:2 მარმუში (85)

„ლიონი“ 13 ქულით მე-4 ადგილზეა და მომდევნო მატჩი 15 დეკემბერს აქვს ჩემპიონატში, პარიზში პსჟ-სთან.

ლატვიის ჩემპიონმა რფს-მ ბელგრადში 1:2 წააგო თელ-ავივის “მაკაბისთან”. ლაშა ოდიშარიამ ჯერ გაფრთხილება მიიღო, ხოლო ათიოდ წუთში, 77-ე წუთზე შეცვალეს. შეფასება – 6.8.
ლუკა სილაგაძე 89-ე წუთიდან შევიდა.

მაკაბი – რიგასი 2:1
გოლები: 1:0 ნაჩმიასი (16), 1:1 სავალნიეკსი (52), 2:1 სტოიჩი (69)
გამოუყენებელი პენალტი: იკანიუიეკსი (90+13, რიგასი)

„რიგასი“ 2 ქულით 34-ე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 24 იანვარს სახლში „აიაქსთან“ ჩაატარებს.

კონფერენსლიგაზე ჩვენებს არ უთამაშიათ.
“კოპენჰაგენი”-“ჰართსის” (2:0) მატჩში ტრავმის გამო არ უთამაშია გიორგი გოჩოლეიშვილს, ხოლო ლაშა დვალი სათადარიგო იყო სომხეთის “ნოასა” და აპოელ-ის (1:3) შეხვედრაში.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფიფამ მუნდიალის მასპინძლები დაასახელა: ჩვენ ყველანი ერთნი ვართ – ადამიანის უფლებები ფიქციაა

სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი მატჩების სიმულაცია მოახდინა: ორი უკვე გასულია, პსჟ-ს კი დიდი პრობლემები აქვს – ინფოგრაფიკა