in

ფიფამ მუნდიალის მასპინძლები დაასახელა: ჩვენ ყველანი ერთნი ვართ – ადამიანის უფლებები ფიქციაა

ფიფამ 2030 და 2034 წლების მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნები დაასახელა.

2030 წლის მუნდიალი ესპანეთს, პორტუგალიასა და მაროკოს ერგო, ხოლო 2034 წლის – საუდის არაბეთს. ეს ქვეყანა მასპინძლობის ერთადერთი კანდიდატი იყო.

როგორც ცნობილი იყო, 2030 წელს მსოფლიო ჩემპიონატის პირველი სამი შეხვედრა სამხრეთ ამერიკაში გაიმართება. მსოფლიო თასის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერთი მატჩი ურუგვაიში (პირველი მუნდიალის მასპინძელი) ჩატარდება, ერთი – არგენტინაში (პირველი მუნდიალის ფინალისტი), ხოლო ერთიც – პარაგვაიში, რადგან კონმებოლის ოფისი ამ ქვეყანაში მდებარეობს.
ყველა დანარჩენ მატჩს ესპანეთი, პორტგალია და მაროკო გადაინაწილებენ.

ადრე ისიც ითქვა, რომ 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საუდის არაბეთში შესაძლოა კატარის მსგავსად ზამთარში ჩატარდეს. ეს ქვეყანა მუნდიალისთვის 11 ახალ სტადიონს ააშენებს.

ფიფას გადაწყვეტილებას კომენტარებიც მოყვა.

ჯანი ინფანტინო:
„გაყოფილი სამყაროში ჩვენ ერთიანობა გამოვავლინეთ. ჩვენ ყველანი ერთი და იგივე გლობალური საზოგადოების ნაწილი ვართ. ყველა თანასწორი არ ვართ, ეს ვიცით, მაგრამ ვსწავლობთ ერთმანეთის მიღებას ყველა ჩვენი განსხვავებულობით, როგორც ამ ერთი გლობალური საზოგადოების ნაწილი. ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს.
ჩვენ ვაცნობიერებთ ყველა კრიტიკას და შეშფოთებას. პოზიტიური გავლენა ადამიანის უფლებებზე არის მასპინძელი ქვეყნის პასუხისმგებლობა“.

უფლებადამცველი ორგანიზაციები საუდის არაბეთის მასპინძლობაზე:
„უგუნური გადაწყვეტილება, რომელიც საფრთხეს უქმნის უამრავ სიცოცხლეს. ფიფა რისკავს მძიმე პასუხისმგებლობის აღებას ადამიანის უფლებებზე“.

Amnesty International:
„ფიფამ აჩვენა, რომ ადამიანის უფლებებისადმი მისი ერთგულება ფიქციაა. არსებობს 10-წლიანი ექსპლუატაციის, დისკრიმინაციისა და რეპრესიების რისკი, რომელიც დაკავშირებულია მათ ტურნირთან“.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია საჭიროდ მიიჩნევს მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივრების უფლებების დაცვას.
FA: „ჩვენ მხარი დავუჭირეთ და ვთხოვეთ საუდის არაბეთს, უზრუნველყოს ყველა გულშემატკივრის უსაფრთხოება. ტურნირი შეიძლება გახდეს პოზიტიური ცვლილებების კატალიზატორი”.

კრიშტიანო რონალდო:
„ოცნება რეალობად იქცა. პორტუგალია 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს და ვიცი ყველა ვიამაყებთ. ჩვენ ერთად ვართ!
ვულოცავ ყველა ჩემს მეგობარს საუდის არაბეთში.
ვიცი, როგორ ამაყობთ და დარწმუნებული ვარ, რომ 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული მოვლენა იქნება“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფეხბურთის განვითარების ისტორია, რომელიც წინ უძღვის ნაკრების წარმატებას – უეფას სტატია საქართველოს შესახებ

მიქაუტაძის ბოლო წუთები და შანსი: ქართველები ევროთასებზე