გიორგი მამარდაშვილის ტრავმის შესახებ გუშინაც ვწერდით და იმასაც, რომ გარკვეული პერიოდი გაუცდებოდა. სამწუხაროდ, დაზიანება საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა და ჩვენი მეკარე წელს კარში ვეღარ ჩადგება.
შეგახსენებთ, „რაიოსთან“ დაშავებულ მამარდაშვილს ბარძაყის კუნთის ტრავმა დადასტურდა.
მამარდაშვილი სარეაბილიტაციო პროცესს „ვალენსიის“ საწვრთნელ ცენტრში დაიწყებს, მკურნალობას და ფიზიოთერაპიის კურსს გააგრძელებს და მომდევნო რამდენიმე მატჩს გამოტოვებს.
GIPHY App Key not set. Please check settings