6 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის პრიველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბათუმის „დინამო“ ბრატისლავას „სლოვანს“ დაუპირისპირდება და, რომ გითხრათ, ფრიად სასიამოვნო ამბავია მოწინააღმდეგის ბანაკიდან-თქო, მოგატყუებთ.
ვინ არის “სლოვანის” ახალი ფეხბურთელი? – 35 წლის სლოვაკი, იურაი კუცკა, რომელმაც გასულ სეზონში პრემიერ ლიგის 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა…
კარიერის მანძილზე სად აქვს ნათამაშები? – აქ უფრო მძიმედაა საქმე: „სპარტა“ პრაღა, „ჯენოა“, „მილანი“, „პარმა“ და „უოტფორდი“. პლუს, 90 მატჩი სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებში.
მოკლედ, კუცკას სახით „სლოვანმა“ ძალიან, ძალიან ძლიერი მოთამაშე დაიმატა. მავანი იტყვის, პირველად მესმის რა ფეხბურთელი ესააო და აქ ვინმეს ბრალეულობა ნაკლებად იკვეთება. მოთამაშე, რომლის სანაცვლოდ სხვადასხვა დროს 19 მილიონი ევროა გადახდილი და ჯერ ჩისკომ, შემდეგ რანიერიმ და ბოლოს ჰოჯსონმა პრემიერ ლიგის ვარსკვლავებს განუმწესეს მეურვეობისათვის, დაუფასებლობას ნამდვილად არ იმსახურებს.
GIPHY App Key not set. Please check settings