„ბარსელონამ“ რამდენჯერაც გაუტანა „ბორუსიას“ იმდენი მიიღო საპასუხოდ, მაგრამ დორტმუნდელებს ბოლოსკენ გაშვებული გოლის გასაქვითად დრო აღარ ეყოთ. Spektakulär! – პირდაპირ დაწერა ბარსას გვერდმა.
კრიზისიდან გამოსვლა უჭირს „სიტის“, წაგებებს დაჩვეულმა მორიგი მარცხი ტურინში იწვნია და შეუფერებელ 22-ე ადგილზეა.
ჩემპიონთა ლიგაზე 6 ტური მიილია და თითოეულ გუნდს ორ-ორი მატჩი დარჩათ ვითარების გამოსასწორებლად.
ატლეტიკო – სლოვანი 3:1
გოლები: 1:0 ალვარესი (16), 2:0 გრიზმანი (42), 2:1 სტრელეცი (51, პენ), 3:1 გრიზმანი (57)
“ატლეტიკომ” ზედიზედ 10 მატჩი მოიგო და 30 გოლი გაიტანა. ბოლო მარცხი ოქტომბრის ბოლოს იყო.
ლილი – შტურმი 3:2
გოლები: 1:0 საჰრაუი (37), 2:0 ბაკერი (45+2), 2:1 კიტეიშვილი (45+4), 2:2 ბიერეტი (47), 3:2 ჰარალდსონი (81)
მილანი – ცრვენა ზვეზდა 2:1
გოლები: 1:0 ლეაუ (42), 1:1 რადონიჩი (67), 2:1 აბრაჰამი (88)
პირველად, 2005 წლის თებერვალ-აპრილის (ზედიზედ 5 მატჩი) შემდეგ “მილანმა” ჩემპიონთა ლიგაში მოიგო ზედიზედ 4 მატჩი.
არსენალი – მონაკო 3:0
გოლები: 1:0 საკა (34), 2:0 საკა (78), 3:0 ჰავერტცი (88)
“არსენალი” დაუმარცხებელია ბოლო 14 საშინაო მატჩში (12 მოგება, 2 ფრე) ყველა ტურნირის ჩათვლით, რაც მათი საუკეთესო სერიაა მიკელ არტეტას მწვრთნელობის პერიოდში და საუკეთესო შედეგი არსენ ვენგერის პერიოდის შემდეგ, როცა “მეთოფეებს” 18-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ 2017 წლის მარტსა და ნოემბერს შორის.
18 წლის და 76 დღის მაილს ლუის-სკელი 2011 წლის სექტემბრის (ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, 18 წლის და 44 დღის) შემდეგ “არსენალის” ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მატჩში სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა.
მაილს ლუის-სკელიმ (“არსენალი”) 47-დან 45 ზუსტი პასი შეასრულა “მონაკოსთან” მატჩში, რაც საუკეთესო შედეგია (96%-იანი სიზუსტე) ჩემპიონთა ლიგის მატჩში აქამდე მოთამაშე “არსენალის” თინეიჯერებს შორის იოჰან ჯურუს შემდეგ (97%, “ჰამბურგის წინააღმდეგ 2006 წლის სექტემბერში). სწორედ იმ თვეში დაიბადა ლუის-სკელი.
ბუკაიო საკა (“არსენალი”) მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის მოთამაშეებიდან ყველაზე მეტ გოლში (8+11) მონაწილეობდა მოჰამედ სალაჰის (“ლივერპული”, 16+12) შემდეგ.
ბენფიკა – ბოლონია 0:0
ფეიენოორდი – სპარტა 4:2
გოლები: 1:0 ტრაუნერი (8), 2:0 პაიშაუ (10), 3:0 ჰაჯ მუსა (30), 3:1 რაჰმანი (43), 4:1 ხიმენესი (63), 4:2 ბეელენი (79-საკ. კარში)
დორტმუნდი – ბარსელონა 2:3
გოლები: 0:1 რაფინია (53), 1:1 გირასი (60-პენ), 1:2 ფერან ტორესი (75), 2:2 გირასი (78), 2:3 ფერან ტორესი (85)
“ბარსას” ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 5 მოგება აქვს პირველ ტურში “მონაკოსთან” 1:2-ის შემდეგ. ეს პირველი ასეთი სერიაა 2020 წლის შემდეგ.
შაჰინი: “არ მინდა გავიგო, რომ დორტმუნდმა კარგად ითამაშა. ასეთი მატჩები უნდა მოვიგოთ.”
ფლიკი: „ვულოცავ გუნდს, პირველი ტაიმი შესანიშნავი იყო. ძნელია დორტმუნდის წინააღმდეგ დაცვა, მათი გოლები ჩვენი შეცდომების ბრალია.”
იუვენტუსი – სიტი 2:0
გოლები: 1:0 ვლაჰოვიჩი (53), 2:0 მაკკენი (75)
“მანჩესტერ სიტი” ბოლო 10 მატჩიდან 1 მოგება აქვს (ყველა ტურნირის ჩათვლით), 7-ში კი დამარცხდა.
ნოემბრის დასაწყისიდან “მანჩესტერ სიტიმ” ევროპის წამყვანი 5 ლიგის გუნდებს შორის ყველაზე მეტი ბურთი გაუშვა ყველა ტურნირზე – 21 გოლი 9 მატჩში.
ბერნარდო სილვა “მანჩესტერ სიტის” ყველა დროის რეკორდსმენია ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით – 74.
დუშან ვლაჰოვიჩი (“იუვენტუსი”) არის სერია A-ს ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც 2024 წლის დასაწყისიდან ყველაზე მეტი – 22 გოლი გაიტანა ყველა ტურნირში.
გვარდიოლა: „სტაბილურ მდგომარეობაში ვარ როგორც კარგ, ასევე ცუდ მომენტებში. ამ პერიოდში 1-2 მატჩი წარუმატებელი აღმოჩნდა. სხვა შემთხვევაში კარგად ვითამაშეთ.”
შტუტგარტი – იანგ ბოიზი 5:1
გოლები: 0:1 ლაკომი (6), 1:1 შტილერი (25), 2:1 მილო (53), 3:1 ფიურიხი (61), 4:1 ვაგნომანი (66), 5:1 კაიტელი (76)
GIPHY App Key not set. Please check settings