გიორგი მამარდაშვილმა „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩი (0:1) კი ჩაასრულა, მაგრამ 28-ე წუთზე ტრავმა მიიღო. თითქოს მისი შეცვლაც იგეგმებოდა, მაგრამ გიორგიმ თამაში გააგრძელა.
მატჩის შემდეგ დადასტურდა მარჯვენა ბარძაყის კუნთის ანთება, რის გამოც ჩვენს მეკარეს 3 კვირა გაუცდება. ანუ ახალ წლამდე ის ვეღარ ითამაშებს.
მამარდაშვილი მკურნალობისა და ფიზიოთერაპიის კურსს გადის, თუმცა ზუსტად ვერ წერენ როდის ჩადგება მწყობრში.
ლა ლიგის მე-12 ტურის გადადებული მატჩი „ვალენსიასა“ და „რეალს“ შორის 3 იანვარს გაიმართება და იმედია ასეთ შეხვედრაში კარში სწორედ ჩვენი მეკარე იდგება.
GIPHY App Key not set. Please check settings