„ლიონის“ ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ გუნდის კაპიტან ალექსანდრე ლაკაზეტთან მეტოქეობაზე ისაუბრა.
„მე და ლაკაზეტი კონკურენტები ვართ. მინდა ბევრი მატჩის ჩატარება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ალექსიც მუდამ მაქსიმალურად იხარჯება, გადაწყვეტილება კი მწვრთნელმა უნდა მიიღოს. ბევრს ვმუშაობ, ვარჯიშებზეც კი. როცა საქმე კარგად არ მიდის, შენს შრომას უნდა დაეყრდნო. ბავშვობიდან მინდოდა ამ კლუბის ისტორიაში შესვლა. ახლაც იგივე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელო“, – განაცხადა ქართველმა თავდამსხმელმა DAZN-თან ინტერვიუში.
ამავე დროს, TuttoSport-ი ახალ ინფორმაციას აქვეყნებს მიქაუტაძით „იუვენტუსის“ დაინტერესებაზე. იტალიური გამოცემის ცნობით ირკვევა, რომ ტურინელები ქართველ თავდამსხმელის დაბალ ფასად დამატებას იმედოვნებენ.
„იუვენტუსის“ ხელმძღვანელები კვლავ ფორვარდს ეძებენ. ბოლოს „ლიონის“ თავდამსხმელის, მიქაუტაძის კანდიდატურა განიხილეს. ტურინელებს სხვა ვარიანტებზე პრობლემები შეექმნათ. „ნაპოლი“ ჯაკომო რასპადორის გაყიდვაზე უარს ამბობს. ჯოშუა ზირკზეს „მანჩესტერიდან“ გადაბირების გარანტიაც აღარაა. ამ დროს, „იუვენტუსს“ შეუძლია, ისარგებლოს ფრანგული კლუბის ფინანსური პრობლემებით და ქართველი თავდამსხმელი დაბალ ფასად დაიმატოს. მრავალმხრივი შემტევის დამატება, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა როლის შესრულება და სათადარიგოთა სკამიდან შეტევის გაძლიერება, „იუვენტუსს“ მხოლოდ სარგებელს მოუტანს და მათ პრობლემებს შეამსუბუქებს“, – წერს TuttoSport-ი.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings