in

ხვიჩა ყველას ჯობდა, მაგრამ ნაპოლიმ წააგო და პირველი აღარ არის

სერია A-ს მე-15 ტურში „ნაპოლი“ შინ „ლაციოსთან“ 0:1 დამარცხდა და ლიდერობა დაკარგა.

სათასო მატჩისგან განსხვავებით კვარაცხელია ძირითადში დაბრუნდა და ძალიან მოტივირებული იყო, შავ სამუშაოსაც ასრულებდა, შორიდანაც სცადა გატანა.
ტრადიციულად ხვიჩას ეუხეშებოდნენ კიდეც, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია და ცოტა ხნით მოედნიდან გასვლა და ექიმების ჩარევაც გახდა საჭირო.
ტაიმის ბოლოსკენ თავისივე მოპოვებული საჯარიმო დარტყმიდან ოდნავ ააცილა ბურთი კარს, ცხრიანს სანტიმეტრებში ჩაუქროლა.

ამჯერად ხვიჩამ სრულად ითამაშა: ეხმარებოდა დაცვას, ამწვავებდა თამაშს, რამდენიმე სახიფათო ჩაწოდება ჰქონდა, ორ-სამჯერ კარგად გააგრძელა შეტევა… და საკუთარ გუნდში საუკეთესო შეფასება მიიღო:
Flashscore – 7.0; Sofascore – 7.4; Whoscored – 6.7.

ნაპოლი – ლაციო 0:1
გოლი: ისაკსენი (79)

„ნაპოლი“ 32 ქულით მე-2 ადგილზეა, ლიდერ „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩება და 14 დეკემბერს სტუმრად „უდინეზეს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკოს და სენტ ეტიენს მარსელთან არაფერი გამოუვიდათ

გოგლიჩიძემ კარგად ითამაშა, გუგეშაშვილმა ისევ იფრინა – ლეგიონერები