in

ვალენსიამ ახალი სტადიონის პროექტი წარადგინა

„ვალენსიას“ ოფიციალური საიტმა გამოაქვეყნა დირექტორატის შეხვედრის ამსახველი კადრები, სადაც განხილვის საგანი ახალი სტადიონის მშენებლობაა.
ახლანდელ არენა „მესტალიას“ კარგა ხანია ბოლომდე მიყვანას უპირებენ. დაახლოებით, 10 წელია „მესტალია“ დასასრულებელია, მაგრამ საქმე ვერა და ვერ მოკვარახჭინდა.

ჰოდა, დიდი სჯა ბაასის შემდეგ, დამტკიცდა ახალი პროექტი, რომელიც 22 თვეში უნდა იქცეს 70000 იან არენად. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 350 მილიონ ევროს გაუტოლდება და პროექტის თეთრ ფურცელში მკაფიოდ არის გაწერილი, რომ მესტალიას ადგილას დიდი კომპლექსის მშენებლობა დამატებითი ბენეფიტი იქნება ქალაქ ვალენსიასათვის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყოველგვარი რევერანსის გარეშე – დღეს ზინედინ ზიდანის დაბადების დღეა!

გასული სეზონის ტოპ 10 მეკარე სეივების პროცენტის მიხედვით: მენიო ლიდერია!