„დინამო თბილისში“ იჯარით მოთამაშე ვახტანგ სალია მომდევნო კვირაში ინგლისში ჩავა, სადაც „ნიუკასლმა“ მიიწვია, – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
ამავე წყაროს ინფორმაციით, ვახო სალიას ვიზიტი თავად „ნიუკასლმა“ მოითხოვა. 17 წლის ფეხბურთელი ინგლისური კლუბის საწვრთნელ ბაზას დაათვალიერებს, პირველი გუნდის ფეხბურთელებს შეხვდება და 14 დეკემბერს „ნიუკასლი“ – „ლესტერის“ მატჩს დაესწრება. მოთამაშე პრემიერლიგის კლუბს მამასთან და აგენტთან, ლევან სეთურიძესთან ერთად ესტუმრება.
ვახო სალიას ტრანსფერი „ნიუკასლმა“ ზაფხულში „დინამო თბილისისგან“ გამოისყიდა, მაგრამ ბრიტანულ გუნდს მხოლოდ მომდევნო წლის ზაფხულში შეუერთდება, როდესაც სრულწლოვანი გახდება.
ვახტანგ სალია „დინამო თბილისის“ აკადემიიდან მთავარ გუნდში 2023 წელს დააწინაურეს. მას შემდეგ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 34 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings