ნიონში, უეფა-ს სათაო ოფისში ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა. წილისყრაში გამოვლინდა საქართველოს 17-წლამდე და 19-წლამდე ეროვნული გუნდების მეტოქეები. მოქმედი 19-წლამდე ნაკრები, მარტში ელიტ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 19-წლამდელთა მომდევნო ასაკობრივი ჯგუფი 2026 წლის ჩემპინატის საკვალიფიკაციო რაუნდში სექტემბრიდან ჩაერთვება.
ლაშა ფირცხალაიშვილის 19-წლამდე ნაკრები, 2025 წლის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში – პოლონეთს, სლოვაკეთს და მონტენეგროს დაუპირისპირდება. ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველო უმასპინძლებს.
U19 | ელიტ რაუნდი
19 მარტი | საქართველო – პოლონეთი
22 მარტი | საქართველო – სლოვაკეთი
25 მარტი | საქართველო – მონტენეგრო
ვასილ მაისურაძის 18-წლამდე ნაკრები, რომელიც მომდევნო წლის ნოემბერში 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაერთვება, ხორვატიაში – სერბეთს, გიბრალტარს და მასპინძელ ხორვატიას დაუპირისპირდება.
სანდრო კობახიძის 16-წლამდე ნაკრები შემოდგომაზე – ისლანდიას და საბერძნეთს უმასპინძლებს. 3-გუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე თამაშს ორი გუნდი განაგრძობს. მატჩებს 19-წლამდელთა ელიტ რაუნდის მსგავსად საქართველო უმასპინძლებს.
გიორგი ჩიტაურის 17-წლამდე ნაკრები, მარტში, 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეორე რაუნდის B ლიგაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც 2008 წელს და შემდეგომ წლებში დაბადებულთა გუნდი – ლიეტუვას და ყაზახეთს შეხვდება. რეიტინგული შინაარსის მქონე ტურნირს, ყაზახეთი უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings