HITC-ის ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი გრემ ბეილი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ პრემიერლიგის კლუბების სერიოზულ ინტერესზე იტყობინება, რომელთა შორის ქართველ ტალანტს ყველაზე მეტად „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“ აკვირდებიან, თუმცა „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ამჟამად მის დათმობას არ აპირებს, მომავალში კი თავის ძვირფას ფეხბურთელს 100 მილიონ ევროზე ნაკრებად ვერ შეელევა.
„მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა ყოველთვის არ ავლენდა თავის უნარებს, აშკარად კარგ სეზონს ატარებს. ხუთი გოლი გაიტანა და ამას გარდა, როდესაც ბურთს ფლობს, მუდამ არსებობს განცდა, რომ შეუძლია რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთოს. ნიჭიერი გარემარბი
შეტევისას მეტოქის წინააღმდეგობის დასაძლევად ძალიან კარგად მოქმედებს ერთი ერთზე თამაშისას“, – წერს Areanapoli.
საფეხბურთო მიმომხილველმა ენრიკო ფედელემ განაცხადა, რომ ნეაპოლურმა კლუბმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც საჩემპიონო სეზონის დასრულებისთანავე არ მოუმატა ხელფასი თუნდაც მინიმუმ ერთი მილიონით და მაშინვე არ შესთავაზა კონტრაქტის გაგრძელება, რაც არ გააკეთეს და ახლა სიტუაცია ძალიან ჩახლართულია.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings