in

წიტაიშვილი ესპანეთიდან… ბულგარეთში?

ბულგარულმა გრანდმა, სოფიის ცსკა-მ, მოლაპარაკება დაიწყო საქართველოს ნაკრების ფლანგელის, გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერის თაობაზე. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის წიტაიშვილი ესპანური ლა ლიგა 2-ის კლუბ “გრანადაში” თამაშობს, თუმცა კონტრაქტით კიევის “დინამოს” ეკუთვნის, ეს კონტრაქტი კი 2026 წლის ზაფხულში იწურება.

უკრაინული გრანდი წინააღმდეგი არ იქნება, გაყიდოს წიტაიშვილი, რომელიც სხვადასხვა დროს იჯარით თამაშობდა პოლტავის “ვორსკლაში”, ოდესის “ჩერნომორეცში”, კრაკოვის “ვისლაში”, პოზნანის “ლეხში” და ბათუმის “დინამოში”.

ბულგარული მედიის ცნობით, წიტაიშვილის თამაშს ცსკა-ს წარმომადგენლებმა ოთხ შეხვედრაში მიადევნეს თვალი. ბულგარული გამოცემა “სტანდარტი” ჩვენებურს შესანიშნავ ტექნიკასა და მაღალ სისწრაფეს უქებს. ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან. ჩვენ კი გვერჩივნა, გიორგი უკეთეს ლიგაში და კლუბში ეთამაშა, მაგრამ… ჯერჯერობით, ეს არ გამოდის…

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ასეთ გუნდებთან შეხვედრა ჩვენთვის დღესასწაულია: ახალგაზრდულ საქართველოს თავისი ამბიცია აქვს

მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს იანვარში დაიცავს: მისი მეტოქე დაუმარცხებელია