იტალიის ჩემპიონატის მე-14 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ტორინოს“ ესტუმრა და რთულ შეხვედრაში მოგება და 3 ქულის მიმატება მაინც მოახერხა.
კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო, აქტურობდა, მისი შეჩერება მეტოქეებს უჭირდათ და პირველივე ტაიმში ორ მეტოქეს ყვითელი ბარათი მიაღებინა.
ხვიჩამ თავადაც სცადა გატანა, მერე მისი პასით ლუკაკუმ ვერ გაიტანა. ჩვენიანს მონდომება მაინც დაუფასდა: მისი ასისტით სკოტ მაკტომინეიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ხვიჩა მე-80 წუთზე შეცვალეს.
შეფასებებიც ძლიან კარგია: Flashscore – 8.1; Sofascore – 7.5; Whoscored – 7.5.
ხვიჩას ანგარიშზე 5 გოლი და 3 საგოლე პასია.
ტორინო – ნაპოლი 0:1
გოლი: მაკტომინეი (31)
„ნაპოლი“ 32 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 6 დეკემბერს სტუმრად თასზე „ლაციოსთან“ ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings