გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ჩემპიონშიფის მე-18 ტურში აუტსაიდერთა შორის მყოფი „ქუინზ პარკ რეინჯერსი“ მიიღო და ქულას დასჯერდა – 0:0.
ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოც იყო.
ჩაკვეტაძე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. თავადაც ცდილობდა გატანას და სხვებსაც უქმნიდა შანსებს.
64-ე წუთზე მცველებს გასცდა და მეკარესთან დარჩენილს რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. დამატებულ წუთებზე კი გიორგის დარტყმულ ბურთს მეკარე გადაეღობა.
შეფასებები ასეთია: Flashscore – 7.2; Sofascore – 7.5; Whoscored – 7.2.
„უოტფორდი“ 18 ტურის შემდეგ 30 ქულით მე-6 ადგილზე.
7 დეკემბერს კი სტუმრად „კარდიფ სიტის“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings