in

სირცხვილია: ქართველი სპორტსმენები თბილისის მოვლენებს ეხმაურებიან – შეწყვიტეთ ძალადობა!

საქართველოში მიმდინარე პროცესებს ქართველი სპორტსმენებიც გამოეხმაურნენ და სოცქსელებში კომენტარები დაწერეს.

ხვიჩა კვარაცხელია:
„მოგესალმებით, ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა, დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის, აზრი და პოზიცია.
ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და არავინ დგას ხალხის ნებაზე მაღლა.
მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი, მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე, როგორც არასდროს!“.

გიორგი მამარდაშვილი:
„სირცხვილია“.

გიორგი ჩაკვეტაძე:
„ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან. უნდა შეწყდეს ძალადობა, საქართველოს მომავალი არის ევროპა.
ეს გზა მოითხოვს ერთიანობას და მშვიდობისადმი ერთგულებას. ქართველებო, თქვენს გვერდში ვარ!“

ბუდუ ზივზივაძე:
„ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის.
ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება.
საქართველო იმსახურებს, იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი. ჩემი შეხედულება არასოდეს შეცვლილა. საქართველოს ადგილი ევროპაშია“.

გიორგი ქოჩორაშვილი:
„საქართველო იმსახურებს ერთობას და სამართლიანობას. მტკივნეულია, ვხედავდე, როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი. ჩვენი ხმა და მოქმედება უნდა იყოს ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ მიმართული“.

გიორგი ხარაიშვილი:
„ასეთი არაადამიანობა როგორ და რისი გულისთვის უნდა გაუკეთო “ქართველმა” ქართველს?! უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის არ გეშინიათ? მაინც ვერავინ წაგვართმევს!”.

ზაზა ფაჩულია:
„რთულია, უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი, როდესაც ქართველი ქართველს ასე უსწორდება. ვგმობ და ვემიჯნები ნებისმიერი მხრიდან წარმოქმნილ ყველანაირ ძალადობას. საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი“.

დავით ნინიაშვილი:
„რთულია, ამ ყველაფერს შორიდან უყურო. მადლობა ბრძოლისთვის, მადლობა თავგანწირვისთვის“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრემიერლიგის გუნდი მიქაუტაძეს გეგმავს

შენგელიას 20 ქულა და 10 მოხსნა: ვირტუსმა ბრეშაში ქულით წააგო