in

არც დადგა და არც გამოვიდა: მამარდა შეცდა და ვალენსიამ წააგო

„ვალენსიამ“ ისევ წააგო. ამჯერად გასვლაზე „მალიორკასთან“ 1:2.

გიორგი მამარდაშვილი ცხადია ძირითადში იყო და სრულად ითამაშა.
36-ე წუთზე საჯარიმოს ხაზიდან დარტყმული ბურთი ნახტომში მოიგერია.

მერე კი, პირველი ტაიმის წამატებულ დროში გაუშვა. უეჭველი უნდა აეღოო ვერ იტყვი, მაგრამ მოგერიებაც შეიძლებოდა. გადასაწყობად რთული იყო. ისე, ეს ეპიზოდი თამაშგარეზე VAR-მა საკმაო ხანს ამოწმა.

გადამწყვეტი გოლი კი 81-ე წუთზე გავიდა. მასპინძლებმა მარჯვნიდან ჩააწოდეს, მამარდამ თითქოს გამოსვლა დააპარა, მაგრამ მეკარის ხაზთან შეყოვნდა და იქ გაჩერდა, თავდამსხმელმა კი პენალტის ნიშნულიდან თავით გაუტანა წინ გამოსულ ქართველ მეკარეს.

მამარდაშვილის შეფასებებია: Flashscore – 6.0; Sofascore – 6.3; Whoscored – 6.0.

მალიორკა – ვალენსია 2:1
გოლები: 0:1 რიოხა (32, პენ), 1:1 ლარინი (45+3), 2:1 პრატსი (81)

„ვალენსიას“ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 10 ქულით მე-18 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 5 დეკემბერს, თასზე ჩაატარებს ქვედალიგურ „ეხეასთან“, რომელშიც სავარაუდოდ მამარდაშვილი არ ითამაშებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლი კვარაცხელიას კიეზათი შეცვლის

პრემიერლიგის გუნდი მიქაუტაძეს გეგმავს