in

ნაპოლი კვარაცხელიას კიეზათი შეცვლის

ხვიჩა კვარაცხელიასა და “ნაპოლის” შორის ახალი კონტრაქტის საკითხი კვლავ ჰაერშია გამოკიდებულია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელიც პერიოდულად წყდება, რადგან მხარეები ჩიხში შედიანS. კომპრომისზე წასვლა როგორც ჩანს, არავის სურს.

“რეპუბლიკა” მინიშნებას აკეთებს ვიქტორ ოსიმენის სკანდალურ აბარგებაზე: “როგორც ჩანს, ნიგერიელი ფორვარდის დაკარგვამ “ნაპოლის” რაღაც ასწავლა”, – წერს პოპულარული გამოცემა.

კონტრაქტში უთანახმობის მთავარი პუნქტი გამოსასყიდი თანხაა – ხვიჩას მხარე ითხოვს 80 მილიონი ევროს დაფიქსირებას, აურელიო დე ლაურენტისს კი სურს, ხელშეკრულებაში ჩაიწეროს 100 მილიონი, რაც შედარებით გააძნელებს მოლაპარაკებას ქართველის მსურველ ამა თუ იმ კლუბთან.

“მაგრამ ნებისმიერ სიტუაციაში, – წერს “რეპუბლიკა”, – უნდა არსებობდეს გეგმა B, რომელიც “ნაპოლის” ხელმძღვანელობას უკვე შემუშავებული აქვს ფედერიკო კიეზას სახით”.

რამდენიმე თვის წინ “ლივერპულში” გადასულ იტალიის ნაკრების შემტევს ინგლისურ გრანდში სულ 19 წუთი აქვს ნათამაშები. დიახ, თუ “რეპუბლიკას” დავუჯერებთ, “ნაპოლი” სწორედ ფედერიკო კიეზას მოიაზრებს ქართველი შემტევის ალტერნატივად. “კვარას” კი, მოგეხსენებათ, “მანჩესტერ იუნაიტედის”, “ბარსელონას” და პსჟ-ის ვარიანტები აქვს…

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ბითაძის 8 ქულა, 5 დაფარება და ორლანდოს კიდევ ერთი გამარჯვება

არც დადგა და არც გამოვიდა: მამარდა შეცდა და ვალენსიამ წააგო