ევროპალიგაზე ლაშა ოდიშარიასა და ლუკა სილაგაძის რფს-მა (ლატვია) შინ 0:2 წააგო ბერძნულ პაოკ-თან. სილაგაძე 28-ე წუთზე შევიდა და შეფასებად 6.5 მიიღო. ოდიშარია ძირითადში იყო და სრულად ითამაშა. მისი შეფასება 6.7-ია.
კონფერენსლიგაზე გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი” ნეიტრალურ მოედანზე (სუმგაითი)შეხვდა მინსკის “დინამოს” და 2:1 აჯობა. ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ სამწუხაროდ ტრავმა მიიღო და 50-ე წუთზე მოედანი კოჭლობით დატოვა.
ჩვენიანის თამაში დანიურმა გამოცემამ ასე შეაფასა: „უფრო სახიფათო იქნებოდა მარჯვენა ფლანგიდან შეტევების განხორციელების მეტი საშუალება რომ ჰქონოდა. მან მაინც მაოხერხა რამდენიმე სახიფათო ჩაწოდება“.
გიორგის თამაში Flashscore-მ 7.6 ქულით შეაფასა, Sofascore-მ კი 7.1-ით.
კონფერენსლიგაზე ითამაშა ლაშა დვალის აპოელ-მაც, რომელმაც სტუმრად 1:0 მოუგო “მიოლდეს”. ქართველი მცველი სათადარიგო იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings