სანაკრებო მატჩების შემდეგ თორნიკე შენგელიამ თავის კლუბში პირველი მატჩი გამართა. ბოლონიის ვირტუსი ევროლიგის მორიგ ტურში პარიზში შეხვდა ამავე სახელწოდების გუნდს და ბრძოლაში – 78:81 წააგო.
მასპინძლებმა მესამე მეოთხედიც მოიგეს და ბოლო პერიოდს 8 ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ. ვირტუსმა ბოლო პერიოდში 17:12 გაიმარჯვა, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.
უმძიმესი გრაფიკის შემდეგ, თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 21:36 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ვირტუსს ვილ კლაიბერნმა ულიდერა, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო.
ვირტუსს 12 მატჩში 2 მოგება და 10 მარცხი დაუგროვდა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდი მე-13 ტურში ბერლინის ალბას უმასპინძლებს, ხოლო მე-14 ტურში ვირტუსის მეტოქე ცრვენა ზვეზდა იქნება.
GIPHY App Key not set. Please check settings