in

რეალის რეალობა ჯერ ასეთია… დამყარდა გოლების რეკორდი: ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის მ-5 ტური დასრულდა და ამ ტურნირის სპეციალისტი მადრიდის „რეალი“… 24-ე ადგილზეა. „სამეფო გუნდმა“ ლიდერ „ლივერპულთან“ წააგო, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ აუცილებლად ამოძვრება და არც არავის გაუკვირდეს ისევ ფინალში თუ აღმოჩნდება.
უნდა ითქვას, რომ დამყარდა ჩემპიონთა ლიგის ერთი ტურის რეკორდი გატანილი გოლების მხრივ – 67 გოლი 18 მატჩში. წინა რეკორდი გახლდათ 63 გოლი 16 შეხვედრაში 2000 წელს.

შტურმი – ჟირონა 1:0
გოლი: ბიერეტი (58)

“ჟირონა” გახდა პირველი ესპანური გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც პირველი 5 მატჩიდან 4 წააგო.

ცრვენა ზვეზდა – შტუტგარტი 5:1
გოლები: 0:1 დემიროვიჩი (5), 1:1 მვუმპა (12), 2:1 კრუნიჩი (31), 3:1 ივანიჩი (65), 4:1 რადონიჩი (69), 5:1 რადონიჩი (88)

ლივერპული – რეალი 2:0
გოლები: 1:0 მაკ ალისტერი (52), 2:0 გაკპო (76)
გამოუყენებელი პენალტი: მბაპე (61, რეალი), სალაჰი (70, ლივერპული)

“ლივერპული” გახდა მეხუთე გუნდი, რომელმაც ჩაატარა ჩემპიონთა ლიგის პირველ 5 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. აქამდე, ეს შეძლეს “მილანმა” (1992/93), “იუვენტუსმა” (2004/05), “ატლეტიკომ” (2016/17) და “პარი სენ-ჟერმენმა” (2017/18).

კაომინ კელეჰერმა, რაც “ლივერპულის” მეკარეა, ჩემპიონთა ლიგაში 4-დან 3 პენალტი მოიგერია (გარდა, პენალტების სერიისა), ხოლო ეს იყო მეორე 11-მეტრიანი, რომელიც კილიან მბაპემ ვერ გაიტანა ჩემპიონთა ლიგის მატჩში.

“რეალი” გახდა ჩემპიონთა ლიგის პირველი მოქმედი გამარჯვებული, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე (დღეს – ლიგის ფაზა) 3 თამაში წააგო.

ასტონ ვილა – იუვენტუსი 0:0

ტოპ-5 ლიგის არცერთ კლუბს არ ჰქონია მიმდინარე სეზონში იმდენი “მშრალი” მატჩი, რამდენიც “იუვენტუსს”, “ინტერს” და “ბაიერნს” – 11.

“ასტონ ვილასთან” მატჩში “იუვენტუსმა” იტალიურ კლუბებს შორის ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა დააყენა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში – 24 წლის და 142 დღის. ამით გაუმჯობესდა “მილანის” რეკორდი (24 წლის და 161 დღის), რომელიც 2021 წლის 28 სექტემბერს დამყარდა “ატლეტიკოსთან” მატჩში.

ბოლონია – ლილი 1:2
გოლები: 0:1 მუკაუ (44), 1:1 ლუკუმი (63), 1:2 მუკაუ (66)

სელტიკი – ბრიუგე 1:1
გოლები: 0:1 კარტერ-ვიკერსი (26, საკ. კარში), 1:1 მაედა (60)

დინამო (ზ) – დორტმუნდი 0:3
გოლები: 0:1 გიტენსი (41), 0:2 ბენსებაინი (56), 0:3 გირასი (90)

ჯეიმი გიტენსმა (“დორტმუნდი”) ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 4 გოლი გაიტანა. მხოლოდ ერთ 21-წლამდელ ინგლისელ ფეხბურთელს აქვს მეტი გოლი (5) ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში – ალან სმიტს, 2000/01 წლებში “ლიდს იუნაიტედის” მაისურით.

მონაკო – ბენფიკა 2:3
გოლები: 1:0 ბენ-სეგირი (13), 1:1 პავლიდისი (48), 2:1 მარასა (67), 2:2 არტური (84), 2:3 ამდუნი (88)
გაძევება: სინგო (56, მონაკო)

პსვ – შახტარი 3:2
გოლები: 0:1 სიკანი (8), 0:2 ზუბკოვი (37), 1:2 ტილმანი (87), 2:2 ტილმანი (90), 3:2 პეპი (90+5)
გაძევება: პედრო ენრიკე (69)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ქოჩორამ საგოლე პასი გააკეთა, ლევანტემ მოიგო

ოქროს ბიჭი იამალია, წლის ფეხბურთელი კროოსი