ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. თერთმეტეული ავტორიტეტულმა გამოცემა Kicker-მა შეადგინა.
ქართველი თავდამსხმელი თავის გუნდს სტუმრად „გროიტერ ფიურტთან“ გამარჯვებაში დაეხმარა (3:2). ბუდუმ სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა.
46-ე წუთზე თავად გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. 73-ე წუთზე მისი პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა კონტემ შეაგდო, ხოლო 79-ე წუთზე ზივზივაძის პრესინგის დროს მეკარემ შეცდომა დაუშვა, რომლის პასი ჩაჭრეს და „კარლსრუემ“ მესამე და გადამწყვეტიც გაიტანა.
ბუდუ Kicker-ის მიერ შედგენილ ტურის სიმბოლურ ნაკრებში უკვე მესამედ მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ Whoscored-მა ზივზივაძეს 8.5 ქულა დაუწერა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
ჩვენიანს 9 გოლი და 2 ასისტი აქვს, რითაც ტურნირის თანაბომბარდირია.
GIPHY App Key not set. Please check settings