საბა გოგლიჩიძე მოედანს დაუბრუნდა. საქართველოს ნაკრების მცველმა ტრავმის შემდეგ „ემპოლის“ რიგებში „უდინეზესთან“ 90 წუთი ითამაშა.
თუმცა, მეორე ტაიმში ორთაბრძოლისას ტკივილი იგრძნო, ფეხს იტკიებდა, მაგრამ თამაში გააგრძელა. დაზიანებამ ის შეხვედრის მიწურულსაც შეაწუხა.
მისი თამაში ასე შეაფასეს: Flashscore – 6.9, Whoscored და Sofascore – 6.6.
13 ტურის შემდეგ „ემპოლიმ“ 16 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზეა.
30 ნოემბერს გასვლაზე „მილანს“ დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, გოგლიჩიძე 8 ნოემბერს „ლეჩესთან“ შეხვედრაში დაშავდა. ამის გამო მოუწია უკრაინასთან და ჩეხეთთან სანაკრებო მატჩების გამოტოვება. არადა, ვილი სანიოლმა თქვა, ერთ რომელიმე შეხვედრაში ვათამაშებო.
GIPHY App Key not set. Please check settings