პრემიერლიგის მოგების საუკეთესო შანსი „ლივერპულს“ აქვს.
არნე სლოტის გუნდი 12 ტურის შემდეგ მეორე ადგილზე მყოფ „მანჩესტერ სიტის“ 8 ქულით უსწრებს.
სუპერკომპიუტერმა Opta Sports-მა გამოთვალა, რომ წითლებს აქვთ 69,5% შანსი გახდნენ ინგლისის ჩემპიონები. „ქალაქელების“ შანსები 23,3%-ია, “არსენალის” – 6,5%, “ჩელსის” – 0,6%.
„ლივერპული“ და „სიტი“ ერთმანეთს 1 დეკემბერს შეხვდებიან.
არნე სლოტი: „არსენალი“ ასევე 8 ქულით უსწრებდა „სიტის“ გასულ სეზონში, მაგრამ ტიტული მათ აიღეს. ასეთ გუნდებს შეუძლიათ ზედიზედ ბევრი მატჩის მოგება“.
სექტემბრის შუა რიცხვებიდან „ლივერპულს“ 13 მოგება და ფრე აქვს.
სალაჰს პრემიერლიგაში 239 შედეგიანი მოქმედება აქვს. მხოლოდ ანრის, კეინს, გიგზს და რუნის აქვთ მეტი.
სალაჰს პრემიერლიგის 12 ტურში 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა აქვს და ლიდერობს.
GIPHY App Key not set. Please check settings